ავტოსპორტი

23:30 | 21.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

„პორშე“ ფ1-ის გუნდებთან მოლაპარაკებას აგრძელებს

მას შემდეგ, რაც „პორშეს“ „რედ ბულთან“ მოლაპარაკება წარუმატებლად დასრულდა, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერმანულმა კომპანიამ ფორმულა 1-ში დაბრუნება გადაიფიქრა. მაგრამ როგორც ირკვევა, სპორტული ავტომობილების პოპულარულ მარკას მსოფლიო ჩემპიონატში ჩართვაზე ხელი საბოლოოდ არ აუღია.

კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ფორმულა 1-ში შეღწევის სხვა შესაძლებლობებს ეძებენ. მაგრამ კონკრეტული არაფერი უთქვამთ. ახლახანს კი FIA-ს შეფმა მოჰამედ ბენ სულაიემმა დაადასტურა, რომ „პორშე“ გუნდებთან მოლაპარაკებებს აგრძელებს.

„ბელგიის ეტაპზე აუდიმ გამოაცხადა, რომ ფორმულა 1-ს 2026 წლიდან შეუერთდება და ძალური დანადგარების მიმწოდებლის როლში იქნება. ეს არის შედეგი იმ მუშაობისა, რომლის შედეგადაც, ძრავების ახალი ტექნიკური რეგლამენტი შევიმუშავეთ, რომელიც 2026 წლიდან შევა ძალაში. ჩვენ ასევე შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ პორშე ფორმულა 1-ის გუნდებთან მოლაპარაკებას აგრძელებს, რისი მიზანიც, მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაა“, - ამბობს ბენ სულაიემი.

0.113604