ძიუდო

20:14 | 21.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ეთერ ლიპარტელიანმა აბუ დაბის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

აბუ დაბის გრანდ სლემზე ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საქართველოს პირველი საშეჯიბრო დღის შემდეგ ორი მედალი აქვს.

57 კგ წონით კატეგორიაში ლიპარტელიანმა იტალიელი ჯულია კაჯანო და ბრიტანელი ასელია ტოპრაკი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში კოსოვოელ ნორა გიაკოვასთან წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის თურქ ოზლემ ილდიზს გაეჯიბრა, რომელსაც 26 წამში იპონით აჯობა და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა.

აქვე გეტყვით, რომ პირველ საშეჯიბრო დღეს 5 ქართველი ძიუდოისტი გავიდა ტატამიზე და ლიპარტელიანამდე ოქროს მედალი გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) მოიპოვა.

0.116103