ძიუდო

16:07 | 21.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი სარდალაშვილი აბუ დაბის გრანდ სლემის ფინალშია, საქართველოს ორი ბრინჯაოს შანსიც აქვს

აბუ დაბის გრანდ სლემმა დღეს სტარტი აიღო და ასპარეზობაში 5 ქართველი ძიუდოისტი ჩაერთო, საიდანაც სამს მედლის მოპოვების შანსი აქვს - ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს.

60 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი ძალიან ახლოს იყო. გიორგი სარდალაშვილი ფინალში გავიდა და მან გზად ისრაელის ნაკრების წარმომადგენელი მატან კოკოლაიევი, ფრანგი მაქსიმ მერლინი, თურქი სალიჰ ილდიზი და აზერბაიჯანელი ბალაბაი აღაიევი დაამარცხა, ხოლო ფინალში ტაიპეის წარმომადგენელ იუნგ ვეი იანგს შეხვდება.

ამავე წონაში ნახევარფინალში დამარცხდა თემურ ნოზაძეს, სწორედ ხსენებულ ვეი იანგთან. მანამდე თემურმა ფრანგი რიშარ ვერგნე, ტაჯიკი მუსლიმბეკ კარიმოვი და ინდოელი კუმარ იადავი დაამარცხა, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის თურქ სალიჰ ილდიზს შეხვდება.

66 კგ წონით კატეგორიაში ბაგრატ ნინიაშვილმა პოლონელი პატრიკ ვავრჩიჩეკი და ინდოელი ნიტინ ჩაუჰანი დაამარცხა, მეოთხედფინალში კი იტალიელ მატეო პირასთან მარცხი განიცადა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ალჟირელ ვაილ ეზინთან წააგო და უმედლოდ დარჩა. ამავე წონაში ასპარეზობა გიორგი თუთაშვილი, მაგრამ პირველივე შეხვედრაში ყაზახ იესეტ კუანოვთან დამარცხდა.

ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს 57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი, რომელმაც იტალიელი ჯულია კაჯანო და ბრიტანელი ასელია ტოპრაკი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში კოსოვოელ ნორა გიაკოვასთან წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის თურქ ოზლემ ილდიზს გაეჯიბრება.

0.114111