ფეხბურთი

14:59 | 21.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" მსოფლიოს ჩემპიონატის დროს თურქეთში მოემზადება

იტალიური „ნაპოლი“ მსოფლიოს ჩემპიონატით საკლუბო ფეხბურთში გამოწვეული პაუზით ისარგებლებს და შეკრებას თურქეთში გაივლის.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ლუჩანო სპალეტის გუნდი ანტალიაში გაემგზავრება, სადაც 1-15 დეკემბერს მოემზადება და რამდენიმე სპარინგს გამართავს. ჯერ მეტოქეები უცნობია, მაგრამ როგორც ცნობილი ხდება, იმავე ზონაში მყოფ ინგლისურ და თურქულ კლუბებთან რამდენიმე ტესტ-მატჩი დაიგეგმება.

ნეაპოლელები 15 დეკემბრის შემდეგ იტალიაში დაბრუნდებიან და შეკრებას საკუთარ ქალაქში გააგრძელებენ.

აქვე გეტყვით, რომ სერია A-ში პაუზა 13 ნოემბერს გამოცხადდება და სეზონი 4 იანვარს განახლდება.

თეგებინაპოლი
0.112676