2022 წლის 12 ნოემბერს, 13 სთ-ზე, მოწვეულია საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის პირველი საანგარიშო ყრილობა (მისამართი: ქ. თბილისი, დიდუბე პლაზა, ა. წერეთლის, 116). დღის წესრიგშია: ფედერაციის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტების, გენერალური მდივნისა და გამგეობის წევრების არჩევნები.
ფედერაციის პრეზიდენტობის მსურველებმა შესაბამისი განცხადება უნდა წარადგინონ ფედერაციაში (ელ-ფოსტა: gsknf.office@gmail.com) მ.წ. 7 ნოემბრის 18 საათამდე.
ფედერაციის გამგეობა