ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელი რიო ფერდინანდი ფიქრობს, რომ „მანჩესტერმა“ კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შესაძლებლობა უნდა მისცეს, თუ ის არ სჭირდებათ. ფერდინანდისთვის მიუღებელია ის ფაქტი, რომ კლუბი პორტუგალიელს თამაშის საშუალებას არ აძლევს.
„იანვარში კლუბმა და მწვრთნელმა უნდა გაარკვიონ რა სურთ, თუ მნიშვნელოვან მატჩებშიც კი შემადგენლობაში რონალდუს ადგილს ვერ ხედავენ, სწორი იქნება, რომ გაუშვან. ვფიქრობ, ამაზე მსჯელობა უკვე ზაფხულში უნდა დაეწყოთ, მწვრთნელს უნდა გაერკვია, რომ რონალდუ არ იქნებოდა მისი მთავარი ელემენტი. თუ ის არ სჭირდებათ, კონტრაქტი უნდა გაუწყვიტონ“, - თქვა ფერდინანდმა.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 2 გოლი გაიტანა. კლუბმა ის დროებით პირველ გუნდს ჩამოაშორა და „ჩელსისთან“ არ ითამაშებს.