„მანჩესტერ იუნაიტედის“ პირველ გუნდს კრიშტიანუ რონალდუ დროებით ჩამოაშორეს და „ჩელსისთან“ უახლოეს მატჩში ვერ ითამაშებს. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ამ გადაწყვეტილების შემდეგ სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა და თქვა, რომ დანებება გამოსავალი არაა.
„როგორც ყოველთვის ვაკეთებდი ჩემი კარიერის განმავლობაში, ვცდილობ ვიცხოვრო და ვითამაშო ისე, რომ ჩემი კოლეგების, მეტოქეებისა და მწვრთნელების მიმართ პატივისცემა გამოვიჩინო. ეს არ შეცვლილა, მე არ შევცვლილვარ, მე ვარ იგივე ადამიანი და იგივე პროფესიონალი, როგორიც ვიყავი, რომელმაც ბოლო 20 წელი ელიტარულ ფეხბურთში გაატარა და პატივისცემა ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
კარიერა ძალიან ახალგაზრდულ ასაკში დავიწყე, უფროსი და გამოცდილი ფეხბურთელების მაგალითები ჩემთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამიტომ, მოგვიანებით, ყოველთვის ვცდილობდი მაგალითი მიმეცა იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც იყვნენ ყველა იმ გუნდში, რომელსაც წარმოვადგენდი. თუმცა, სამწუხაროდ, ეს ყოველთვის შესაძლებელი არ არის. ახლა უბრალოდ ვგრძნობ, რომ კერინგტონის ბაზაზე უნდა გავაგრძელო მძიმე მუშაობა, მხარი დავუჭირო ჩემს თანაგუნდელებს და მზად ვიყო ყველაფრისთვის ნებისმიერ თამაშში. ზეწოლის დროს დანებება არჩევანი არ არის, არასოდეს ყოფილა. ეს არის „მანჩესტერ იუნაიტედი“ და ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ. მალე ისე ერთად ვიქნებით“, - დაწერა რონალდუმ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კრიშტიანუ რონალდუმ ყველა ტურნირზე 12 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 2 გოლი გაიტანა.