ფეხბურთი

23:56 | 20.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

16-წლამდელებმა მონტენეგრო მეორე შეხვედრაშიც დაამარცხეს

საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, თბილისში, ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრის მოედანზე, მონტენეგროს უმასპინძლა და მეტოქე მეორე ამხანაგურ მატჩშიც დაამარცხა - 3:0.

პირველი შეხვედრა, გიორგი ჩიტაურის გუნდმა გიორგი მჟავანაძის გოლით 1:0 მოიგო. დღევანდელ მატჩში, ჩვენმა ასაკობრივმა მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანა.

ანგარიში შეხვედრის 11-ე წუთზე ინგლისური ბორნმუთის ფეხბურთელმა - გიორგი გონსალვეს ჩუბინიძემ გახსნა, რომელმაც გიორგი ბედიანაშვილის გადაცემა ზუსტად გამოიყენა. მეორე ტაიმში სხვაობა ორამდე შორეული დარტყმით რეზი დანელიამ გაზარდა, ხოლო საბოლოო ანგარიში 86-ე წუთზე, მათე-გიორგი ტატიშვილმა დააფიქსირა - 3:0.

NAKREBI.GE

0.128914