ფეხბურთი

0:28 | 21.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების იტალიელი წყალბურთელი: "ნეაპოლელები და ქართველები ერთნაირები არიან"

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების ნატურალიზებულმა იტალიელმა წევრმა ფაბიო ბარალდიმ ნეაპოლურ რადიოს ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ინტერვიუ მისცა.

გამოცდილმა წყალბურთელმა, რომელიც ნეაპოლშიც ცხოვრობს, თქვა, რომ ნეაპოლელები და ქართველები ერთნაირები არიან:

„საქართველოში მხოლოდ კვარაცხელიაზე ვსაუბრობთ, აბსოლუტურ ფენომენზე. სპლიტში, წყალბურთის ევროპის ჩემპიონატის დროს, ჩემმა თანაგუნდელებმა და მთელმა შტაბმა მთხოვეს "ნაპოლის" მატჩები ხვიჩას გამო მენახა. მანამდე მსგავსი რამ ჩემთვის არ უთხოვიათ, ფეხბურთის მატჩებს თვითონაც არ უყურებდნენ. კვარა საქართველოში ღმერთად ითვლება, ახლა ბევრია ქართველია „ნაპოლის“ გულშემატკივარი.

„დინამო თბილისში“ თამაშის პერიოდში მომეცა საშუალება მესაუბრა თბილისის საფეხბურთო კლუბის ყოფილ სპორტულ დირექტორთან და სხვა მენეჯერებთან და მწვრთნელებთან, რომლების თვალწინ ხვიჩა გაიზარდა. ის ბავშვობიდან ყოველთვის შრომისმოყვარე იყო, ნიჭის გარდა, ჰქონდა წარმოუდგენელი თავდადება, შთამბეჭდავი სტატისტიკა და გასაოცარი უწყვეტობა. რუსეთშიც კი, „რუბინში“ თამაშისას, შესანიშნავად გამოიყურებოდა.

ყველაზე მეტად, რაც მას ახასიათებს, როგორც ჩემი ქართველი მეგობრები მეუბნებიან, არის თავმდაბლობა და გუნდისთვის დახმარება. ჩემთვის ის რაფაელ ლეაუზე ძლიერია, რომელსაც ადარებენ: რა თქმა უნდა, პორტუგალიელი განსაკუთრებულია, მაგრამ უფრო სოლისტი. კვარაცხელიასა და ნეაპოლის ურთიერთობა? ვიცი, რომ ეს ძალიან კარგია, მაგრამ ასევე ხალხებს შორის მსგავსების დამსახურებით. მე ვარ ემილიადან, მაგრამ ნეაპოლში აღმოვაჩინე წარმოუდგენელი სიყვარული. ერთხელ გრიპი მქონდა და სახლში გამზადებული საჭმელი მომიტანეს. არ დამიჯერებთ, მაგრამ საქართველოშიც იგივე მოხდა. სითბო, კეთილშობილება და სიყვარული: ქართველები და ნეაპოლელები ერთნაირები არიან“, - თქვა ბარალდიმ.

0.113816