ავტოსპორტი

23:25 | 20.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფერსტაპენი „მერსედესის“ ბატონობას დაასრულებს

ფორმულა 1-ის მიმდინარე ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი რბოლაღა დარჩა. მაქს ფერსტაპენმა უკვე გაინაღდა მსოფლიო ჩემპიონის მეორე ტიტული. მაგრამ მისია ჯერ არ დაუსრულებია - კონსტრუქტორთა პირველობაზე, „რედ ბულს“ ტიტული ჯერ არ გაუნაღდებია და ამას ალბათ ოსტინში შეძლებს, რითაც დაასრულებს „მერსედესის“ რვაწლიან ბატონობას.

ოსტინში ფერსტაპენის მეორე მისია კი მე-13 გამარჯვების მოპოვებაა, რითაც გაიმეორებს რეკორდს, რომელიც მიხაელ შუმახერს და სებასტიან ფეტელს ეკუთვნით. ფერსტაპენს რეალური შანსი აქვს, რომ სეზონის ბოლომდე ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდეს.

„რედ ბული“ კონსტრუქტორთა ჩემპიონი ბოლოს 2013 წელს გახდა, როდესაც ატმოსფერული V8 ძღავების ეპოქა დასრულდა და V6 ტურბო ჰიბრიდული ძრავების ეპოქა დაიწყო, რომელიც სამქიმიანებს „ეკუთვნით“.

„კონსტრუქტორებში გამარჯვება ჩვენი კიდევ ერთი მიზანია და ყველაფერს ვიღონებ იმისთვის, რომ მას მივაღწიოთ“, - იაპონიაში გამარჯვების შემდეგ განაცხადა 25 წლის ფერსტაპენმა.

„რედ ბული“ ამჟამად უახლოეს მდევარ „ფერარის“ 165 ქულას უგებს. ოსტინის შემდეგ, მხოლოდ 147 ქულის აღება იქნება შესაძლებელი. თუ ფერსტაპენი და მისი თანაგუნდელი სერხიო პერესი, ოსტინში „ფერარის“ პილოტებთან 18 ქულაზე მეტს არ წააგებენ, „რედ ბული“ ჩემპიონობას გაინაღდებს.

იტალიურმა გუნდმა მეტოქე ამ სეზონში ასეთი სხვაობით მხოლოდ ერთხელ, ბაჰრეინის დიდი პრიზის რბოლაში დაამარცხებს. მაშინ მარანელოელებმა კვარცხლბეკის პირველი ორი საფეხური დაიკავეს.

„რედ ბულმა“ ბოლო შვიდი რბოლა მოიგო. და სეზონში 18-დან 14 აქვს მოგებული. ამ გამარჯვებებიდან, ხუთჯერ დუბლი შეასრულა. ხარებს 31 ქულაღა სჭირდებათ იმისთვის, რომ ერთ სეზონში მოპოვებული ქულების რეკორდი (650 ქულა, 2011 წლის სეზონში), რომელიც მათვე ეკუთვნით, გააუმჯობესონ.

0.146386