ლეგენდარულმა იტალიელმა კომენტატორმა ბრუნო პიცულმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, რობერტო ბაჯოსთან შედარება არ შეიძლება, რადგან ისინი განსხვავდებიან სათამაშო მახასიათებლებით, მაგრამ კვარა „ნაპოლის“ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია.
„ადრეც ვთქვი და ვიმეორებ: კვარაცხელია მართლაც ფანტასტიკური მოთამაშეა, მაგრამ ჩემი აზრით, ისეთ დიდ ფეხბურთელთან შედარება, როგორიც რობერტო ბაჯოა, რთულია, რადგან ისინი თვისებებით განსხვავდებიან. ის განსაკუთრებულად თამაშობს, ყოველთვის აქვს განცდა, რომ რაღაც მნიშვნელოვნის გაკეთება შეუძლია, როდესაც ბურთი აქვს.
„ნაპოლის“ ამ ჯადოსნურ მომენტში კვარაცხელია ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია. აღსანიშნავია სპალეტიც, რომელსაც არ სურს ხაზი გაუსვას მოთამაშეების დამსახურებას და გამოყოფს დაცვაში შეტანილ წვლილს. „რომა“ – „ნაპოლი“? პროგნოზის გაკეთება რთულია, მაგრამ ჩემი აზრით, ნეაპოლიტანელებმა შეიძლება „რომა“ დიდ სირთულეებში ჩააყენონ“, - თქვა პიცულმა.
შეგახსენებთ, რომ „რომასა“ და „ნაპოლის“ მატჩი 23 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.