სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

22:59 | 20.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კვეკვესკირმა "ლეხთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

პოზნანის „ლეხის“ ქართველმა ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა „ლეხთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. შედეგად, ის პოლონურ კლუბში 2025 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს.

„აქ ჩემი თავგადასავალი იოლად არ დაწყებულა, მაგრამ დროთა განმავლობაში შემადგენლობაში ადგილი მოვიპოვე და ჩემი შესაძლებლობები დავამტკიცე. გავხდი ფანტასტიკური გუნდის წევრი, რომელთანაც ეროვნული ჩემპიონატი მოვიგე. ეს ტიტული განსაკუთრებული იყო ჩემთვის, მით უმეტეს, რომ კლუბისა და გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებულ წელს მოვიგეთ. თითოეულმა ჩვენგანმა ამის გამო დიდი სიამაყე იგრძნო. ძალიან ბედნიერი ვარ კონტრაქტის გახანგრძლივებით, რადგან პოზნანში თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. იგივე შემიძლია ვთქვა ჩემს ოჯახზე, რომლისთვის ეს ქალაქი განსაკუთრებულ ადგილად იქცა. ეს არის ჩემი კლუბი, ეს არის ჩემი ფერები და მინდა ყველაფერი გავაკეთო, რომ ჩემს მიმართ გამოჩენილი ნდობა და გულითადობა დავაფასო. ერთი ტიტულით არ ვარ კმაყოფილი, მინდა პოლონეთში მეტი თასი მოვიგო და ღირსეულად წარმოვაჩინო „ლეხი“ ევროპაში. ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი“, - თქვა 30 წლის ფეხბურთელმა.

კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ კომენტარი „ლეხის“ სპორტულმა დირექტორმა ტომაშ რზასამაც გააკეთა:

„ძველი კონტრაქტი ძალაში 2023 წლის 30 ივნისამდე იყო და ის გახანგრძლივებულია ორი წლით, ანუ 2025 წლის ივნისამდე. შეიძლება ითქვას, რომ ნიკა ჩვენთან კონტრაქტს მესამედ აფორმებს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ კმაყოფილი ვართ მისით და ის ასევე მჭიდრო კავშირშია კლუბთან და ქალაქთან, აქ თავს მშვენივრად გრძნობს. ნიკამ არაერთხელ დაგვანახა, რომ მისი იმედი შეგვიძლია გვქონეს, რადგან სწორი უნარები აქვს. ვიმედოვნებთ, რომ ის გააგრძელებს ბრძოლას მოედნის ცენტრში ადგილისთვის იესპერ კარლსტრომთან და რადოსლავ მურავსკისთან ერთად. თქვენ ხედავთ, რომ ეს კონკურენცია მათ ეხმარება და იმისდა მიუხედავად, თუ რომელ ვარიანტს ირჩევს სამწვრთნელო შტაბი. მოედნის ცენტრში კარგი ხარისხი გვაქვს“, - თქვა რზასამ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა კვეკვესკირი „ლეხს“ 2021 წლის იანვარში შეუერთდა და თავიდან 6-თვიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც შემდეგ 2023 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. ამ პერიოდში მან პოზნანელთა მაისურით 74 მატჩში 3 გოლი გაიტანა (ყველა შორი მანძილიდან) და გასულ სეზონში პოლონეთის ჩემპიონი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.067424