ფეხბურთი

19:16 | 20.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

გალიანი: "ვან ბასტენის წინაშე დღემდე ვიჩოქები, ის საუკეთესო იყო, ვისი თამაშიც მინახავს"

„მილანის“ ყოფილმა და „მონცას“ ამჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა ადრიანო გალიანიმ მარკო ვან ბასტენზე ისაუბრა და თქვა, რომ ის საუკეთესოა, ვისი თამაშიც უნახავს.

„მილანის“ ფეხბურთელებს 8 ოქროს ბურთი აქვთ მოგებული, მაგრამ ჩემს გულში მარკო ვან ბასტენი წარუშლელად რჩება. მან მხოლოდ სამი ოქროს ბურთი მოიგო, რადგან 28 წლის ასაკში ტრავმის გამო კარიერის დასრულება მოუწია. ვფიქრობ, კარიერის გაგრძელება რომ შეძლებოდა, იმდენივე ოქროს ბურთს მოიგებდა, რამდენიც მესიმ ან რონალდუმ მოიგეს. ის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც შეხვედრისას დღემდე მუხლებზე ვუჩოქებ, ამაზე თვითონ ეცინება და ვეუბნები, რომ ჩემთვის ღვთისმშობლის მსგავსია. ჩემი აზრით, ის მარადონაზე დონეზეა, შეიძლება უკეთესიც იყოს, საუკეთესოა, ვისი თამაშიც მინახავს“, - თქვა გალიანიმ.

შეგახსენებთ, რომ მარკო ვან ბასტენმა „მილანში“ 1987-1995 წლებში იმყოფებოდა, რეალურად კი ბოლო ორი წელი ტრავმების გამო გამოტოვა და 1993 წლის შემდეგ არ უთამაშია.

0.133286