საბა ასანიძე 20-წლამდე ევროპის ჩემპიონი გახდა. ასანიძის ანგარიშზე 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალია!
ალბანეთში მიმდინარე იუნიორ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე U20 ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მალხაზ ლომთაძის ხელმძღვანელობით ფიცარნაგზე 81 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ორი წევრი გამოვიდა.
ატაცში საბა ასანიძემ 140/144/146 კილოგრამი დაძლია და მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა ძალოსანმა აკვრაში 175/182 ძლევით მცირე ოქროს მედალი დაისაკუთრა, ხოლო ასევე უმაღლესი სინჯის მედალი აქვს ორჭიდის ჯამში მოგროვილი 328 კილოგრამითაც.
ნიკოლოზ ესართიამ 137/141 კგ. დაძლია და ატაცში მე-6 ადგილი დაიკავა. ძალოსანმა აკვრაში თავი 171/177 კილოგრამს გაართვა და მე-4 ადგილი ერგო, ორჭიდში მოგროვილი 318 კილოგრამით კი მე-5.