„ნაპოლისა“ და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ანტონიო კარეკამ ხვიჩა კვარაცხელიაზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ქართველი ძალიან მოსწონს, განსაკუთრებით ერთი-ერთზე თამაშში.
„ქართველი მოედანზე ძალიან კარგად მოძრაობს და სანამ ბურთი მასთან მიაღწევს, ყოველთვის იცის, რა უნდა გააკეთოს. ძალიან ტექნიკურია, ბურთით მარტივად თამაშობს, განსაკუთრებით ერთ-ერთზე დაუმარცხებელია. კვარაცხელია ძალიან მომწონს“, - აღნიშნა კარეკამ.
ხვიჩას შესახებ კომენტარი გააკეთა „ნაპოლის“ კიდევ ერთმა ყოფილმა ფეხბურთელმა და დიეგო მარადონას თანაგუნდელმა ფერნანდო დე ნაპოლიმ:
„რა ვთქვა, რომ არაჩვეულებრივი მოთამაშეა? გაკვირვებული ვარ მისი ტექნიკით და მეტოქის მოტყუების უნარით, ასე წარსულში რობერტო დონადონი თამაშობდა“, - თქვა დე ნაპოლიმ.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 14 მატჩში 7 გოლი, 6 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი აქვს საკუთარ აქტივში.