ფეხბურთი

10:12 | 20.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ „მანჩესტერის“ სათადარიგოთა სკამი მატჩის დამთავრებამდე დატოვა

პრემიერლიგის მე-12 ტურის მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ შინ „ტოტენჰემი“ 2:0 დაამარცხა. მასპინძელთა დიდვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ, სათადარიგითა სკამზე იჯდა და თავის შანსს ელოდა. თამაში უკვე მთავრდებოდა, თუმცა საფინალო სასტვენი მსაჯს ჯერ არ მიეცა, როცა პორტუგალიელი წამოდგა და გასახდელისკენ წავიდა.

მანჩესტერელთა მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა შემდეგ თქვა: რონალდუს რაშფორდი იმიტომ ვარჩიე, რომ „ტოტენჰემის“ მსგავს გუნდთან მკაცრი პრესინგია საჭირო, თანაც თავდასხმაში მეტი დინამიკა გვჭირდებოდაო.

„მაპატიეთ, მაგრამ ეს მიუღებელია. ძალიან ცუდია.“ - უთხრა გარი ლინეკერმა BBC-ის.

0.123371