ფეხბურთი

18:16 | 19.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: "ვიცი, რომ ტიტულებს თუ ვერ მოვიგებთ, შეიძლება წასვლა მომიწიოს"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ „ვილიარეალთან“ მატჩის წინ ისაუბრა და თქვა, რომ წარუმატებელი კვირის მიუხედავად ოპტიმისტურადაა განწყობილი. ესპანელმა სპეციალისტმა თქვა, რომ „ელ კლასიკოში“ გეგმის მიხედვით ითამაშეს და კმაყოფილია.

„საკმაოდ მშვიდი ადამიანი ვარ, კიდევ უფრო მეტს ვიმუშავებ და ჩვენი მიზანი ტიტულების მოგებაა. კულეებთან გულწრფელი უნდა ვიყო, ვფიქრობ, რომ ეს გუნდი ტიტულის მოსაგებად დაკომპლექტდა, მუშაობას ენთუზიაზმით ვაგრძელებთ, მიუხედავად იმისა, რომ წარუმატებელი კვირა გვქონდა. ვიცი, რომ თუ ვერაფერს მოვიგებთ, ამას შესაბამისი შედეგები მოჰყვება, თუ ტიტულებს ვერ მოვიპოვებთ, მერე სხვა მწვრთნელი მოვა და გამარჯვებას ის ეცდება.

„რეალთან“ ჩვენი იდეის მიხედვით ვითამაშეთ, ისე, როგორც გვინდოდა. მეტოქემ სივრცეები არ დაგვიტოვა, მაგრამ მაინც გვქონდა შანსი, რომ სასურველი შედეგისთვის მიგვეღწია. მუშაობას ენთუზიაზმით ვაგრძელებ მიუხედავად ამ კვირაში მრავალი კრიტიკისა. ბევრი ტელეფონზე მწერდა და მამხნევებდა, თითქოს ჩემი ნათესავი გარდაიცვალა. მოდით, მუშაობაზე ვიფიქროთ, ჩვენ მხოლოდ ერთი თამაში წავაგეთ”, - თქვა ჩავიმ.

0.1158