ჭიდაობა

2:26 | 19.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: საქართველოს ვერცხლი და ბრინჯაო 23-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატზე

ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს 23-წლამდე ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა პირველი მედლები მოიპოვა.

63 კგ წონით კატეგორიაში გიორგი შოთაძე ფინალში იყო, მაგრამ ირანელ იმან ჰოსეინ მოჰამადისთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა, ხოლო ბრინჯაოს მედალს დაეუფლა გიორგი თოხაძე (55 კგ), რომელმაც იაპონელ კენ მაცუის 8:0 მოუგო. ბრინჯაოს მედლამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა ბექა მელელაშვილს (87 კგ), რომელმაც გადამწყვეტი შეხვედრა დათმო და უმედლოდ დარჩა.

გარდა ამისა, მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზა ოთხმა ქართველმა - ირაკლი ძიმისტარიშვილმა (60 კგ), დიეგო ჩხიკვაძემ (67 კგ), ბექა გურულმა (82 კგ) და გიორგი ქაცანაშვილმა (97 კგ), მაგრამ ყველა მათგანი დამარცხდა და ფინალს მიღმა დარჩნენ. ისინი დღეს ხალიჩაზე ბრინჯაოს მედლისთვის გავლენ.

0.119619