ფეხბურთი

1:00 | 19.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ესპანური მედია: "მამარდაშვილი ისევ გმირი იყო და ყველა შესაძლო ეჭვი გააქრო"

„გიორგი ისევ გმირი იყო“ - ამ სათაურით გამოეხმაურა „სევილიასთან“ გიორგი მამარდაშვილის თამაშს ესპანური ვებგვერდი Superdeporte, რომელიც წერს, რომ „ელჩესთან“ შეცდომა უბრალოდ შემთხვევითობა იყო და ქართველი მეკარის ხარჯზე „ვალენსია“ მიმდინარე სეზონში ქულებს აგროვებს.

„გიორგი მამარდაშვილს ჩვეულ დონეზე დასაბრუნებლად ცოტა დრო დასჭირდა. „ვალენსიას“ მეკარემ გუნდი პირველივე ტაიმში გადაარჩინა „სევილიას“ ორ სახიფათო შეტევაში. კავანის გოლიდან რამდენიმე წუთში, რაფა მირმა ქართველი შორეული დარტყმით გამოსცადა და გიორგის პასუხი უკეთესი ვერ იქნებოდა. მოგვიანებით ისევ იგივე გმირები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. სევილიელმა თავდამსხმელმა შორეულ ძელთან თავით ითამაშა და მხოლოდ მეკარის კატისებრმა რეაქციამ ხელი შეუშალა ანგარიშის გათანაბრებას.

მეორე 45 წუთის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ „სევილიამ“ მოიპოვა ბურთის კონტროლი, ანდალუსიელებს ნაკლები აშკარა საგოლე მომენტი ჰქონდათ. სხვათა შორის იმიტომაც, რომ ეს გიორგიმ არ დაუშვა. ის ძალიან თავდაჯერებული იყო საჰაერო ბურთებში და წარმატებული დაბალ ბურთებზე მეტოქის ფეხებში ვარდნისას. ლამელას გოლზე მას ცოტა რამ შეეძლო. არგენტინელმა მაშინ დაარტყა, როცა სრულიად უყურადღებოდ იმყოფებოდა და კართან საკმარისად ახლოს, რომ „ვალენსიას“ მეკარისთვის გოლი გაეტანა.

„ელჩესთან“ არ იყო გიორგის საუკეთესო მატჩი. მისი შეცდომის შედეგი იყო პენალტი, რომელმაც ალმირონის გუნდი დააწინაურა. გატუზოს "გაბრაზებამ" მისგან ბოდიში რომ მოისმინა, სასურველი შედეგი გამოიღო და ქართველმა ყველა შესაძლო ეჭვი უკან მოიტოვა. მამარდაშვილი გუნდს მთელი სეზონი თავისი სეივებით ქულებს უგროვებდა და აგრძელებს იმის ჩვენებას, რომ „ელჩე“ მხოლოდ შემთხვევითობა იყო“, - წერს Superdeporte.

22 წლის ქართველი მეკარის შესახებ დაწერა ცნობილმა გამოცემა As-მაც, რომელშიც ასევე ხაზგასმულია, რომ მამარდაშვილი გუნდისთვის ქულების მომპოვებელი მეკარეა.

„კავანით და მამარდაშვილით „ვალენსია“ სიცოცხლეს ინარჩუნებდა მოედნის იმ ზონებში, სადაც მატჩების ბედი წყდება: საჯარიმოში. ქართველის საქმე პიკასოს ნახატის შეძენას ჰგავს, როდესაც გენიოსს ლა კორუნიაში პირველი გამოფენა 13 წლის ასაკში ჰქონდა. გატუზო კარგად მოიქცა, რომ „ელჩესთან“ დაშვებული შეცდომისთვის მოხდილი ბოდიშის გამო მას გაუბრაზდა, რადგან ის ქულების მომტანი მეკარეა. მისი ორი სეივით რაფა მირის წინააღმდეგ პირველ ტაიმში, გუნდი რწმენას ინარჩუნებს და მოწინააღმდეგე თავდამსხმელები სასოწარკვეთამდე მიჰყავს. „სანჩეს პისხუანზე“ მისი თამაში გიორგის ღირსებაზეც მეტყველებს, რადგან შარშან სწორედ აქ ჰქონდა კარიერაში ყველაზე ცუდი თამაში და ამან აიძულა „ვალენსიაში“ ყველაფერი ნულიდან დაეწყო“, - წერს As-ი.

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში 10 მატჩში 11 გოლი გაუშვა და კარი მშრალად ორჯერ შეინახა, „ვალენსიას“ 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (2 მოგება, 3 ფრე) და 15 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა, მომდევნო ტურში კი 22 ოქტომბერს, „მალიორკას“ „მესტალიაზე“ დაუხვდება.

0.121496