საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, თბილისში, ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრის მოედანზე მონტენეგროს ასაკობრივ ნაკრებს უმასპინძლა და მეტოქე გიორგი მჟავანაძის გოლით - 1:0 დაამარცხა.
მარცხენა ფლანგიდან ანდრია ხოროიშვილის გარღვევას და საჯარიმოში ჩაწოდებას მჟავანაძე ზუსტად დახვდა და ბურთი მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში გადაგზავნა. გიორგი ჩიტაურის გუნდი, მომდევნო მატჩს ისევ მონტენეგროს წინააღმდეგ 20 ოქტომბერს ჩაატარებს.
18-წლამდეელებმა, რუსთავის ტექნიკური ცენტრის მოედანზე აზერბაიჯანს უმასპინძლეს და მინიმალური სხვაობით - 2:1 დამარცხდნენ. ვასილ მაისურაძის გუნდიდან, ერთადერთი გოლი 71-ე წუთზე ლუკა პარკაძემ გაიტანა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი ზუსტად გამოიყენა.
U16 | საქართველო V მონტენეგრო | 20 ოქტომბერი | 17:00
U18 | საქართველო V აზერბაიჯანი | 21 ოქტომბერი | 15:00
NAKREBI.GE