ფეხბურთი

18:23 | 18.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

დიოგო ჟოტა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს

„ლივერპულის“ ნახევარმცველის დიოგო ჟოტას ტრავმა სერიოზული გამოდგა და მსოფლიოს ჩემპიონატზეც ვერ ითამაშებს.

„მანჩესტერ სიტისთან“ მატჩისას ჟოტამ ტრავმა მიიღო და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს, როგორც გაირკვა, ის რამდენიმე თვეს გამოტოვებს. ინფორმაცია „წითლების“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა დაადასტურა.

დიოგო ჟოტასთვის მიმდინარე სეზონი წარუმატებლად მიმდინარეობს და მანამდე ბარძაყის ტრავმის გამო რამდენიმე თამაში გამოტოვა. მთლიანობაში მიმდინარე სეზონში პორტუგალიელმა ფეხბურთელმა 8 უგოლო შეხვედრა ჩაატარა.

0.121352