პრემიერლიგის მე-12 ტურის „მანჩესტერთან“ მატჩის წინ, „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, ჟურნალისტებს მეტოქის შესახებ გაუზიარა აზრი.
„გასულ სეზონში რონალდუმ ჩვენს წინააღმდეგ ჰეთ-თრიქი შეასრულა. ის არაჩვეულებრივი მოთამაშეა, ტოპ-ფეხბურთელი. კვლავაც მოაქვს თავისი გუნდისთვის სარგებელი. აღფრთოვანებული ვარ მისი პროფესიონალიზმით.
იმედია, ამჯერად კრიშტიანუ ნაკლებად შედეგიანი იქნება. მაშინ 2:3 დავმარცხდით, მაგრამ რონალდუსთან წაავგეთ და არა „მანჩესტერ იუნაიტედთან.“ - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს Goal.com.
„მანჩესტერი“ – „ტოტენჰემის“ მატჩი 19 ოქტომბერს გაიმართება „ოლდ ტარფორდზე“ და თბილისის დროით 23 საათსა და 15 წუთზე დაიწყება.