ფეხბურთი

10:51 | 18.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ბენზემას „ოქროს ბურთის“ მოპოვება მიულოცა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, მადრიდის „რეალის“ და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელს, კარიმ ბენზემას, „ოქროს ბურთის“ მოპოვება მიულოცა.

„KB9! ეს ორი ასო და ციფრი სამუდამოდ დარჩება ფეხბურთის ისტორიაში. 24 წლის შემდეგ, მიშელ პლატინის კვალად, კარიმ ბენზემამ საფრანგეთისთვის „ოქროს ბურთი“ მოიგო. ვულოცავ მას ამ დიდ გამარჯვებას!“ - დაწერა მაკრონმა სოციალურ ქსელში.

გასულ სეზონში ესპანურ პრიმერაში ბენზემამ 32 მატჩი ჩაატარა, 27 ბურთი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა. ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 12 შეხვედრაში 15-ჯერ გამოიჩინა თავი და ორი ბურთიც პარტნიორებს გაატანინა. ბენზემა ესპანეთის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

0.126639