„ნაპოლის“ კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ ნეაპოლურ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიაზე მოკლე კომენტარი გააკეთა.
როგორც ნეაპოლელთა და იტალიის ნაკრების მარჯვენა მცველმა აღნიშნა, ყველაზე მეტად კვარამ მასზე შთაბეჭდილება იმ ეფექტით დატოვა, რომელიც სერია A-ზე მოახდინა.
„ვარჯიშებზე მე მაინც თუ ვახერხებ მის შეჩერებას? მის წინააღმდეგ თამაში ნამდვილად რთულია, ტექნიკური თვისებების გარდა, გასაკვირი ისაა, თუ როგორი ეფექტი მოახდინა იტალიის ჩემპიონატზე“, - თქვა დი ლორენცომ.