პრემიერლიგის მე-11 ტურის მატჩში „ლივერპულმა“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 76-ე წუთზე მოჰამედ სალაჰმა გაიტანა. მერსისაიდელთა მეკარე ალისონმა გრძელი გადაცემა გააკეთა წინ, სტუმართა მცველი ჟოაუ კანსელუ შეცდა და ეგვიპტელი მეკარის პირისპირ აღმოჩნდა და შანსი ხელიდან არ გაუშვია.
დაძაბულობაზე ისიც მეტყველებს, რომ მსაჯმა 86-ე წუთზე სათადარიგოთა სკამიდან ლივერპულელთა დამრიგებელი, იურგენ კლოპი გააძევა.
„ლივერპულმა“ 13 ქულა მოაგროვა და მე-8 ადგილზეა. 23-ქულიანი „სიტი“ კი - მეორეზე.