„მანჩესტერ სიტის“ შემტევმა, ბერნარდუ სილვამ, ჟურნალისტებს თანაგუნდელი ერლინგ ჰოლანდის შესახებ გაუზიარა აზრი.
„არასოდეს იცი, რა მოხდება. ერლინგი ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და ბევრი აქვს გასაკეთებელი. მაგრამ ხასიათი ძლიერი აქვს. მასთან ერთად ვთამაშობ და მგონია, რომ დღევანდელი ფეხბურთელებიდან მხოლოდ მას შეუძლია კრიშტიანუ რონალდუს მიღწევები გაიმეოროს. ბომბარდირის ინსტიქტს ვგულისხმობ. სტანდარტები ძალიან მაღალია - კრიშტიანუმ ხუთჯერ მოიპოვა „ოქრის ბურთი“ და ექვსჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.
მაგრამ ერლიგით მოხიბლული ვარ. ის კარგად გრძნობს სად აღმოჩნდება ბურთი. ძალიან სწრაფი და ძლიერია. მცველებისთვის ნამდვილი ჯოჯოხეთი.“- ციტირებს სილვას სიტყვებს Arab News.