ფეხბურთი

16:54 | 16.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

„დინამომ“ „ბათუმს“ 5 ქულით გაუსწრო

დღეს, 16 ოქტომბერს, ეროვნული ლიგის 30-ე ტურის სამი მატჩი იმართება. „დინამომ“ ბოლნისში „სიონი“ 0:2 დაამარცხა. „ტორპედო“ კი ზესტფონში „საბურთალოს“ დაუზავდა - 1:1. დინამოელებმა ანგარიში 73-ე წუთზე დავით სხირტლაძის გოლით გახსნეს, 85-ზე კი გიორგი გაბედავამ მეორე ბურთი გაიტანა.

ბოლნისელებს 36-ე წუთზე მცველი ივა გელაშვილი გაუძევეს, სტუმარი თორნიკე კირკიტაძის წინააღმდეგ უკანასკნელი იმედის ჯარიმის გამო. დინამოელი, მეკარე ლევან ისიანის პირისპირ რჩებოდა.

„დინამომ“ 66 ქულა მოაგროვა და უკვე ხუთი პუნქტით გაუსწრო უშუალო მდევარ „ბათუმს,“ რომელიც დღეს, 19 საათიდან შინ დაუპირისპირდება გორის „დილას.“

„ტორპედო“ ზესტაფონში „საბურთალოს“ დაუზავდა. თავიდან ქუთაისელები იგებდნენ ნიკა სანდოხაძის გოლით, თუმცა სტუმრებმა მალევე გაათანაბრეს. თავი პირველი ტაიმის მესამე დამატებულ წუთზე იური ტაბატაძემ გამოიჩინა. საბოლოოდ - 1:1.

„ტორპედო“ ისევ მე-5 ადგილზე დარჩა, „საბურთალო“ კი მეექვსეზე. ქუთაისელები თბილისელებს ერთი ქულით უსწრებენ.

0.122566