დიეგო არმანდო მარადონა-უმცროსმა, ლეგენდარული დიეგო მარადონას შვილმა, ხვიჩა კვარაცხელიას და „ნაპოლის“ შესახებ ესაუბრა ჟურნალისტებს.
„ხვიჩა ძლიერი ფეხბურთელია. მას აქვს ხარისხი, ინდივიდუალიზმი და დიდი რესურსი განვითარებისთვის. დარწმუნებული ვარ, ის გაცილებით უკეთესი გახდება.
მამა იამაყებდ ამ „ნაპოლით.“ ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. მიყვარს ფიქრი იმაზე, რომ ის ზეციდან უცქერს „ნაპოლის“ თამაშებს და გახარებულია.“ - ციტირებს უმცროსი მარადონას სიტყვებს Calciomercato.com.
უმცროსი დიეგო არმანდო 1986 წელს დაიბადა ნეაპოლში და „ნაპოლის“ ბავშვთა გუნდშიც თამაშობდა. შემდეგ ის უფრო პლაჟის ფეხბურთელად გაიცნო საზოგადოებამ. ერთი მატჩი იტალიის 17-წლამდელთა ნაკრებშიც უთამაშია.