13:50 | 16.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: „ერლინგი დიდებულია, მაგრამ ჯერ არ გვინახავს როგორ შეუძლია მძიმე მომენტების დაძლევა“

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი გუნდის ახალგაზრდა ვარსკვლავს, ერლინგ ჰოლანდს, ჯერ კიდევ ექნება რთული მომენტები, რადგან შეუძლებელია მთელი სეზონის განმავლობაში ფორმის პიკზე იყოს.

„ერლინგს ჯერ კიდევ ბევრი რთული ეპიზოდი ელის სეზონის განმავლობაში, მაგრამ საკუთარ თავს უნდა უთხრას: „ყველაფერი კარგადაა. გადადი შემდგომ ეტაპზე!“

მან გაგვაკვირვა თავისი ხასიათით და განწყობით. ვიცით როგორი უნარებითაა დაჯილდოებული, მაგრამ ჯერ არ გვინახავს როგორ შეუძლია მძიმე მომენტების დაძლევა.

ის არასოდეს ერიდება თამაშში ყოფნას. ყოველთვის პროცესშია. როცა ნიჭიც გაქვს და თავდაჯერბაც მაშინ ბევრი რამ ადვილდება. ერლინგი ყოველთვის გაგრძნობინებს, რომ მზადაა საჭირო დროს საჭირო ადგილზე იყოს.“ - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს Goal.com.

0.111383