ფეხბურთი

11:48 | 16.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

დე ხეას „მანჩესტერში“ დარჩენა სურს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ 31 წლის ესპანელმა მეკარემ, დავიდ დე ხეამ, ჟურნალისტებს თავისი უახლოესი მიზნების შესახებ უამბო.

„მანჩესტერში“ კიდევ არაერთი სეზონის გატარებას ვისურვებდი. რამდენიმე რეკორდის დამყარება და ჯილდოს მოგება მინდა. ეს ჩემი კლუბია. თავს კომფორტულად ვგრძნობ. კიდევ დიდ ხანს შემიძლია აქ ვითამაშო.“ - ციტირებს სოციალურ ქსელში დე ხეას სიტყვებს ჟურნალისტი ტაირონ მარშალი.

დე ხეას „მანჩესტერთან“ კონტრაქტს ვადა 2023 ივნისში ეწურება. თუმცა მასში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით შეიძლება გაგრძელდეს.

ესპანელი კარის დარაჯი „იუნაიტედში“ 2011 წლის ივლისიდან თამაშობს.

0.286976