ფეხბურთი

21:07 | 15.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "ელ კლასიკოსთვის ჩვეულებრივ ვემზადებით, უბრალოდ ზეწოლაა განსხვავებული"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „ბარსელონასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, ელ კლასიკოსთვის განსხვავებულად არ ემზადებიან. ანჩელოტიმ გამორიცხა ტიბო კურტუას თამაში, ანტონიო რიუდიგერი კი მოედანზე გასასვლელად მზად არის.

„ელ კლასიკოსთვის ისე ვემზადებით, როგორც ყველა მატჩისთვის, მაგრამ ამას უნდა დავუმატოთ თამაშის ემოციური ასპექტი, ზეწოლა. კურტუა კარგადაა, თუმცა ჯერ არ არის სათამაშოდ მზად. ვნახოთ, შემდეგზე თუ იქნება, მაგრამ ახლა მხოლოდ ვარჯიში სჭირდება. რიუდიგერი კარგადაა და დისკომფორტი არ აქვს. ის მეომარი ფეხბურთელია.

ფეხბურთი დიდი ხნის წინ გამოიგონეს და მე ახალი რამის გამოგონებას არ ვაპირებ. „ბარსელონას“ მხოლოდ ერთი ფრე აქვს ლა ლიგაში და კარგ ფორმაშია, ჰქონდათ პრობლემები ჩემპიონთა ლიგაზე, რაც ამ ტურნირზე შეიძლება მოხდეს, მაგრამ ლა ლიგაში კარგად თამაშობენ.

შარშანდელი ელ კლასიკოს შედეგი ამ მატჩზე არ იმოქმედებს. ეს არის ახალი კლასიკო და იმედი გვაქვს, რომ უკეთ ვითამაშეთ. „ბარსას“ სათამაშო სტილი? მათზე ისტორია ნათლად მეტყველებს და აგრძელებენ იმ სტილს, რომელიც მოსწონს გულშემატკივარს და ეს არის კლუბის იდეა, რამაც მათ წარმატება უკვე მოუტანა“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „ბარსელონას“ მატჩი 16 ოქტომბერს, თბილისის დროით 18:15 საათზე გაიმართება.

0.103343