კალათბურთი

14:24 | 9.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

შენგელია ცხოველთა დაცვის საქველმოქმედო ფოტო-სესიაზე

თორნიკე შენგელიას გუნდმა ცხოველების დაცვის მხრივ მასშტაბური ნაბიჯი გადადგა. კერძოდ, “ლაბორალ კუჩას“ მოთამაშეებმა ძაღლებთან და კატებთან პრომო-სურათები გადაიღეს, რომელთაგანაც კალენდარი აიკინძება და გაყიდვაში ჩაეშვება. შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება ცხოველების დაცვის საქმელმოქმედო ფონდ SOS APA-ში.

ცხოველებთან ფოტოსესიაში შენგელიასთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ესპანელმა ფერნანდო სან ემეტერიომ, ლატვიელმა დევის ბერტანსმა, ფრანგებმა თომას ჰუერტელმა და ფაბიენ კასერმა, ამერიკელებმა დორონ პერკინსმა და კოლტონ აივერსონმა.

“კალათბურთელების ცხოველებთან ერთად ფოტოსესიის იდეა გაგვიჩნდა, რომელიც წარმატებით განვახორციელეთ. შემოსული თანხა ჩვენი ოთხფეხა მეგობრების დაცვას მოხმარდება. იმედი გვაქვს, ეს აქცია წარმატებული იქნება და მასში სხვა კლუბებიც ჩაერთვებიან“ – განაცხადა ფოტოსტუდიის წარმომადგენელმა პილარ გარსიამ.

http://www.youtube.com/watch?v=urlzrCPS0CU
0.125241