ინგლისური „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ „მანჩესტერ სიტისთვის“ ფინანსურად კონკურენციის გაწევა შეუძლებელია. როგორც გერმანელმა აღნიშნა, „სიტისთვის“ ამ თვალსაზრისით სხვა სამყაროა და „ლივერპულს“ იმავეს გაკეთება არ შეუძლია.
„როგორ გავუწიოთ „სიტის“ კონკურენცია? პასუხი არ მოგეწონებათ, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ პრემიერლიგაში ვერავინ შეძლებს „მანჩესტერ სიტისთან“ კონკურენციას, კლუბთან, რომელიც ნავთობის ბაზრიდან ფინანსდება. ამ შემთხვევაში ცალკე ლიგაა საჭირო. ფულით იმას აკეთებენ, რაც სურთ, მიუხედავად ფინანსური ფეარ-პლეისა. მსოფლიოს საუკეთესო გუნდმა ზაფხულში მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელიც დაიმატა, „ლივერპულს“ იგივენაირად მოქმედება არ შეუძლია, შეუძლებელია. ფეხბურთის სამყაროში სულ სამი კლუბია, რომლებსაც ფინანსურად შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც სურთ. არავინ ამბობს, რომ ეს უკანონოა, მაგრამ ასეა. გავიგე ისიც, რომ „ნიუკასლისთვის“ ფინანსური ზღვარ არ არსებობს და ეს აბსოლუტური სიმართლეა, „ნიუკასლსაც“ არ აქვს ჭერი, ვულოცავ მათ, მაგრამ სხვა კლუბებს ჭერის პრობლემები აქვთ“, - თქვა კლოპმა.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპულსია“ და „მანჩესტერ სიტის“ მატჩი 16 ოქტომბერს, თბილისის დროით 19:30 საათზე გაიმართება.