ფეხბურთი

23:59 | 14.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

იოახიმ ლიოვმა შესაძლოა ბუნდესლიგის კლუბი ჩაიბაროს

გერმანიის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი „შტუტგარტს“ დაუკავშირეს. ამის შესახებ T-Online იტყობინება.

ლიოვი მას შემდეგ, რაც გერმანიის ნაკრები დატოვა, უმუშევარია და შესაძლოა „შტუტგარტი“ ჩაიბაროს, რომელთანაც წყაროს თანახმად მოლაპარაკებებს აწარმოებს. ლიოვს „შვაბებში“ მუშაობის გამოცდილება აქვს, რომელსაც 1996-1998 წლებში ავარჯიშებდა.

„შტუტგარტმა“ ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონი წარუმატებლად დაიწყო და 9 ტურის შემდეგ 5 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა.

0.120834