ფეხბურთი

20:54 | 14.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "ლივერპული" ჩვენი მთავარი მეტოქე იყო და ახლაც ასეა"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „ლივერპულთან“ მატჩამდე კომენტარი გააკეთა. როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ იურგენ კლოპის გუნდს პრემიერლიგაში რთული პერიოდი აქვს, მაინც მთავარ კონკურენტად განიხილავს.

„ლივერპული“ ყოველთვის იყო ჩვენი მთავარი მეტოქე და ახლაც ასე იქნება. მსოფლიოს ჩემპიონატის გათვალისწინებით, ყველაფერი შეიძლება მოხდეს ქულებში დიდი სხვაობის მიუხედავად.

გასულ სეზონში „ლივერპული“ ყველაზე პრესტიჟულ მიღწევასთან ძალიან ახლოს იყო - ოთხი ტიტულის მოგებასთან, მაგრამ ორი მცირე დეტალის გამო ვერ შეძლო ის, რაც არცერთ ინგლისურ კლუბს გაუკეთებია. არ ვაქცევ ყურადღებას იმას, რომ კარგი თუ ცუდი პერიოდი აქვთ. ჩვენ ბოლო წლებში ყველა ტურნირზე კონკურენტები ვიყავით და ჩვენ ცოტა უკეთ გამოვდიოდით, განსაკუთრებით პრემიერლიგაში, მაგრამ ჩემს დამოკიდებულებას „ლივერპულის“ მიმართ არაფერი ცვლის“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულისა“ და „მანჩესტერ სიტის“ მატჩი 16 ოქტომბერს, თბილისის დროით 19:30 საათზე გაიმართება.

0.115316