ფეხბურთი

19:45 | 14.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნგოლო კანტემ შეიძლება მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ითამაშოს

ლონდონის „ჩელსისა“ და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველის, ნგოლო კანტეს მოედანზე დაბრუნება გადაიდო.

ფრანგ ფეხბურთელს ბარძაყის არეში ტრავმა გაუმიზეზდა, რის გამოც რამდენიმე კვირა ისევ ვერ ითამაშებს. ამის გამო შესაძლოა, კანტემ მსოფლიოს ჩემპიონატზეც ვერ ითამაშოს, რომელიც 5 კვირაში იწყება.

ვითარებას განსაკუთრებით ის ფაქტი ამძიმებს, რომ კანტეს 14 აგვისტოს შემდეგ აქვს ტრავმა და შესაბამისად, მას შემდეგ მოედანზე არ გასულა.

აღსანიშნავია, რომ კანტეს გარდა, საფრანგეთის ნაკრებს შესაძლოა კიდევ ერთი წამყვანი ნახევარმცველი პოლ პოგბაც დააკლდეს, რომელიც ასევე ტრავმირებულია და მიმდინარე სეზონში არ უთამაშია.

0.119309