ფეხბურთი

17:41 | 14.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

არიგო საკი: "ზოგჯერ მგონია, რომ "ნაპოლის" ფეხბურთელებს თვალდახუჭული თამაშიც შეუძლიათ"

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა არიგო საკიმ „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ლუჩანო სპალეტის გუნდი ძალიან მოსწონს და თუ ასე გააგრძელებენ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლაც შესაძლებელი იქნება.

„შესანიშნავი გუნდია და თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს. „ნაპოლი“ 11 კაცით უტევს და თავსაც 11 კაცით იცავს. ხანდახან მგონია, რომ თამაში თვალდახუჭულებსაც შეუძლიათ. წარმოუდგენელი სიმარტივით პოულობენ სივრცეებსა და ერთმანეთს და ეს არის გუნდში არსებული დამოკიდებულების შედეგი. სპალეტის ყოჩაღ, რადგან სწორედ აქ ჩანს მწვრთნელის ხელი.

ყველაზე მეტად ჩემზე შთაბეჭდილება ამ გუნდის დომინირების სურვილმა მოახდინა, ყოველთვის და ნებისმიერ მეტოქესთან, სახლშიც და გასვლაზეც. „ლივერპულს“ 4 გოლს და „აიაქსს“ ორ მატჩში 10 გოლს შემთხვევით ვერ გაუტან, თუ არ გაქვს მნიშვნელოვანი თვისებები, ვსაუბრობ ტექნიკურ და მენტალურ თვისებებზე. თუ გუნდი წარმატებას ზედმეტად არ დაიჯერებს და ფეხბურთელები სირბილს არ შეწყვეტენ, შეინარჩუნებენ თავმდაბლობას, ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავლენ, თუ წილისყრაში თავიდანვე ძალიან ძლიერი მეტოქე არ ერგებათ“, - თქვა საკიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს 9 ტურის 23 ქულით ლიდერობს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გავიდა.

0.115486