Corriere Dello Sport-ის ჟურნალისტმა ფაბიო მანდარინიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს ტრანსფერი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. მან ხაზი კვარაცხელიას სათამაშო ხარისხსა და „ნაპოლის“ მიერ მასში გადახდილ ფასს გაუსვა.
„ის ცვლის ბოლო წლების ფეხბურთის ხედვას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანსფერი ხარისხისა და ფასის გათვალისწინებით ფეხბურთის ისტორიაში, არა მხოლოდ „ნაპოლის“ ისტორიაში. მას ჰოლანდის მნიშვნელობა აქვს. „აიაქსთან“ დიდი ინტენსივობით ითამაშა, თუნდაც დაცვაში, ყველგან იყო. შთამბეჭდავი ფიზიკური თვისებები აქვს და კიდევ შეუძლია გაიზარდოს“, - თქვა მანდარინიმ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 13 მატჩში 7 გოლი გაიტანა, 5 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.