მარსელო გალიარდომ „რივერ პლეიტიდან“ წასვლა დააანონსა. როგორც არგენტინელმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, დამშვიდობების დრო დადგა.
გალიარდოს „რივერთან“ კონტრაქტი მიმდინარე წლის დეკემბერში ეწურება, რომელიც არ გახანგრძლივდება და კლუბს დატოვებს.
ის „რივერ პლეიტს“ 2014 წლიდან წვრთნიდა და ამ პერიოდში 8 ტიტული მოაგებინა -მათ შორის ორჯერ ლიბერტადორესის თასის, ერთხელ არგენტინის ჩემპიონატი და ერთხელაც კოპა სუდამერიკანა.