NBA-ს პრესეზონზე „ინდიანა პეისერსმა“ მორიგო საჩვენებელი თამაში ჩაატარა და „ნიუ იორკ ნიკსი“ 109:100 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში გოგა ბითაძემ 8 წუთი ითამაშა, მაგრამ მიუხედავად მწირი სათამაშო დროისა, საკუთარ გუნდს 8 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება შემატა. გოგამ 2 სამქულიანი და 1 ორქულიანი ჩააგდო.
„ინდიანა პეისერსი“ მორიგ საჩვენებელ შეხვედრას 15 ოქტომბერს, „ჰიუსტონ როკეტსთან“ გამართავ.