ფეხბურთი

14:53 | 13.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

გლეიზერები მზად არიან „მანჩესტერ იუნაიტედი“ 10 მილიარდად გაყიდონ

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მფლობელებმა, ძმებმა ჯოელ და აბრამ გლეიზერებმა განაცხადეს, რომ მზად არიან გაყიდონ კლუბი თუ ვინმე მათ 10 მილიარდ დოლარს გადაუხდის - გვამცნობს Daily Star.

მიუხედავად იმისა, რომ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ (2013 წელს) კლუბს რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ ჰქონია (თუ არ ჩავთვლით 2016/17 წლების სეზონში ევროპა ლიგის მოგებას, რაც მათთვის დიდი ვერაფერი მიღწევაა), ამერიკელი მფლობელები არ ფიქრობენ კლუბის დათმობას. თუმცა თუ 10-მილიარდიანი შეთავაზება მიიღეს, გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნებიან.

თუ ასეთი გარიგება შედგა, მაშინ „მანჩესტერი“ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კლუბი გახდება. ამჟამად ასეთი ამერიკული ფეხბურთის კლუბი „დალას კოვბოიზია,“ რომლის ღირებულება 8 მილიარდი დოლარია.

გლეიზერებმა „იუნაიტედი“ 2005 წელს შეიძინეს 800 მილიონ დოლარად.

0.113991