ფეხბურთი

20:08 | 12.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანხელ დი მარიამ შესაძლოა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ითამაშოს

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ ჰაიფას „მაკაბისთან“ შეხვედრაში ტრავმა მიიღო და კლუბს გაურკვეველი ვადით გამოაკლდა.

34 წლის არგენტინელს სამედიცინო შემოწმება ხვალ ჩაუტარდება, მაგრამ უკვე არსებობს პროგნოზი, რომ მიმდინარე წელს „იუვეს“ რიგებში ვერ ითამაშებს. მსოფლიოს ჩემპიონატის პაუზამდე ტურინელებს წინ კიდევ 9 მატჩი ელოდებათ და დი მარია ყველა მათგანს გამოტოვებს.

ახლა მთავარი კითხვა იმაში მდგომარეობს, შეძლებს თუ არა, ანხელი მუნდიალზე თამაშს. სავარაუდოდ, მას 40 დღის გამოტოვება მოუწევს და ზუსტად ეს პერიოდი რჩება მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე. ყველაფერი დროთა განმავლობაში გამოჩნდება, მაგრამ ჯერჯერობით, მუნდიალის გამოტოვების საფრთხე ცხადია არსებობს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში დი მარიამ ყველა ტურნირზე 7 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. არგენტინელმა ფეხბურთელმა 2 თვის დაწყებულ სეზონში ტრავმა მესამედ მიიღო.

0.123992