კალათბურთი

10:28 | 12.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

დუდუ დადიანის სახელობის მემორიალური ტურნირი სტარტს დღეს აიღებს

2022-2023 წლების საკალათბურთო სეზონი ტრადიციულად დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირით დაიწყება. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ხსოვნის ტურნირი სტარტს 12 ოქტომბერს, ოლიმპიურ სასახლეში აიღებს და მასში მონაწილეობას სუპერლიგის თერთმეტივე გუნდი მიიღებს.

დუდუ დადიანის მემორიალზე მოასპარეზე გუნდები 3 ჯგუფში განაწილდნენ. თავდაპირველად, მონაწილეები ერთმანეთს ერთ წრეში დაუპირისპირდებიან, რის შემდეგაც ჯგუფში პირველი ადგილის მფლობელები ნახევარფინალში გავლენ. მეოთხე გუნდი, რომელიც ნახევარფინალს შეავსებს, საუკეთესო მეორეადგილოსანი იქნება. დებულების თანახმად, ერთ ჯგუფში მყოფი გუნდები ნახევარფინალში ერთმანეთს არ შეხვდებიან.

ჯგუფური ეტაპის მატჩები 12, 13, 14 და 15 ოქტომბერს გაიმართება. ნახევარფინალური შეხვედრები 16 ოქტომბერს ჩატარდება, ხოლო ფინალური დაპირისპირება 18 ოქტომბერს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირის ყველა ფინალი

0.115636