ფეხბურთი

14:23 | 9.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მილანი” ხედირასთვის ბრძოლაში ჩაება

გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” ნახევარმცველ სამი ხედირასთვის ბრძოლაში ლონდონის “არსენალის” გარდა იტალიური “მილანიც” იბრძოლებს.

ცოტა ხნის წინ ინგლისურ პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უახლოეს პერიოდში 27 წლის ფეხბურთელი “ნისლიან ალბონზე” გადაბარგდებოდა. Tuttosport-ის ცნობით, ახლა “სამეფო კლუბის” ნახევარმცველის მიმართ ინტერესი “მილანმაც” გამოხატა და მის შეძენას იანვრის სატრანსფერო პერიოდში ეცდება.

ცნობილია, რომ “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინიო პერესი და მილანური კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი მეგობრები არიან და შესაძლოა, ამან მომავალი ტრანსფერის განხორციელებაში გადამწყვეტი როლი ითამაშოს. ხედირამ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში ორ თამაშში მიიღო მონაწილეობა და ორივეჯერ მცირე ხნით შეცვლაზე შევიდა.

0.113277