ფეხბურთი

17:07 | 11.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო მოჯი: "კვარაცხელია აღმოჩენა კი არა, ჩემპიონია"

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ გუნდს უახლოეს წლებში ტიტულებისთვის ბრძოლა შეუძლია.

მან ხვიჩაც შეაქო და თქვა, რომ ის აღმოჩენა კი არა, ჩემპიონია.

„კვარაცხელიაზე საუბარს აზრი არ აქვს, ის უფრო ჩემპიონია, ვიდრე აღმოჩენა. მომავალში „ნაპოლის“ შეუძლია დიდი ციკლის გახსნა, დი ლორენცო კი იტალიის ნაკრებისთვისაც დიდი ხერხემალია“, - თქვა მოჯიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს 23 ქულით, ხოლო ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფს 9 ქულით ლიდერობს.

0.114173