15:39 | 11.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჰიონესი: „ლევანდოვსკი „ბაიერნს“ ძალიან დააკლდა“

„ბაიერნის“ საპატიო პრეზიდენტი, ული ჰიონესი, ჟურნალისტებს მიუნხენური კლუბიდან რობერტ ლევანდოვსკის „ბარსელონაში“ გადასვლის თაობაზე ესაუბრა.

„ერთი შეიძლება დაბეჯითებით ითქვას - „ცხრიანი“ გვჭირდება. „ბორუსიასთან“ ფრე არ იყო „ბაიერნული.“ როცა 2:0 დაწინაურდები, მატჩი უნდა მოიგო (ბუნდესლიგის მე-9 ტური, „დორტმუნდი“ – „ბაიერნი“ -2:2).

ცხადია, რობერტრის გაშვება რთული გადაწყვეტილება იყო. ჩნდებოდა რისკი, რომ იმდენ გოლს ვეღარ გავიტანდით და ასეც მოხდა. ცენტრალური თავდამსხმელი კარის წინ უნდა იდგეს, სამწუხაროდ დღეს „ბაიერნს“ ასეთი ფეხბურთელი არ ჰყავს.

ტოპ-ფორვარდის შესაძენად ფული არ გვქონდა. მაგრამ, დარწმუნებული ვართ, ვიპოვით ლევანდოვსკის შემცვლელს.“ - ციტირებს ჰიონესის სიტყვებს Sport Bild.

0.119139