ფეხბურთი

0:03 | 11.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" თავის ისტორიაში სეზონის საუკეთესო სტარტი აქვს

„ნაპოლის“ ისტორიაში საუკეთესო სტარტი აქვს. როგორც იტალიური მედია იტყობინება, სეზონის დასაწყისში 12 მატჩის შემდეგ (ყველა ტურნირზე) ნეაპოლიტანურ გუნდს მსგავსი შედეგი, რომელიც ახლა აქვს, არასდროს ჰქონია.

„ნაპოლიმ“ 12 მატჩიდან 10 მოიგო, ორჯერ ფრეს დასჯერდა და არ დამარცხებულა. გარდა ამისა, 35 გოლი გაიტანა და 9 გაუშვა. ლუჩანო სპალეტის გუნდმა სერია A-ში 9 მატჩიდან 7 მოიგო (2 ფრე), ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 3 შეხვედრიდან სამივე მოიგო.

„აძურიმ“ შარშანდელი შედეგი გააუმჯობესა, როცა 12 მატჩის შემდეგ სეზონის სტარტზე 9 გამარჯვება, 2 ფრე და 1 მარცხი ჰქონდა.

შეგახსენებთ, „ნაპოლი“ ამ დროისთვის სერია A-შიც ლიდერია (23 ქულით) და ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფშიც (9 ქულით).

თეგებინაპოლი
0.114733