ინგლისურმა „ლივერპულმა“ ლუის დიასი მოისაკლისა. 25 წლის კოლუმბიელმა შემტევმა ლონდონის „არსენალთან“ მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო, რის გამოც შესაცვლელი გახდა.
როგორც სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ დაზიანება სერიოზულია და დიასს უქმობა 6-8 კვირის განმავლობაში მოუწევს. ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის პაუზამდე ვერ ითამაშებს და გუნდს მხოლოდ დეკემბრის ბოლოს დაუბრუნდება, როცა სეზონი განახლდება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ლუის დიასმა ყველა ტურნირზე 12 მატჩი ჩაატარა და 4 გოლის გატანა მოახერხა. "ლივერპული" პრემიერლიგაში 8 თამაშში მოპოვებული 10 ქულით მეათე ადგილზეა და ლიდერ "არსენალს" უკვე 14 ქულით ჩამორჩება.