საქართველოს ეროვნული ლიგის 29-ე ტური ორი მატჩით დასრულდა. წყალტუბოს „სამგურალმა“ წაგებების სერია შეწყვიტა და აუტსაიდერ „ლოკომოტივს“ სტუმრად 4:1 მოუგო.
თბილისელებმა ტაიმის მიწურულს ანგარიში გახსნეს, მაგრამ შემდეგ 4 უპასუხო გოლი გაუშვეს და მარცხი განიცადეს. „სამგურალმა“ 45 ქულა დააგროვა, მეოთხე ადგილზეა და მომდევნო ტურში „თელავს“ შეხვდება, ხოლო „ლოკომოტივი“ 7 ქულით ბოლო პოზიციაზეა და წინ „გაგრასთან“ მატჩი ელოდება.
უშუალო კონკურენტების, „თელავისა“ და „სიონის“ მატჩი უგოლოდ დასრულდა, შედეგად, გუნდებს შორის სხვაობა ისევ ერთი ქულა დარჩა კახელთა სასარგებლოდ, რომლებიც 31 ქულით მეშვიდე პოზიციაზე არიან. „თელავი“ მომდევნო ტურში „სამგურალს“ შეხვდება, ხოლო „სიონი“ „დინამო თბილისს“ დაუპირისპირდება.
„ლოკომოტივი“ – „სამგურალი“ 1:4 (1:2)
გოლები: 1:0 კახაბრიშვილი (37), 1:1 რუხაძე (40), 1:2 სიმდიანკინი (43), 1:3 ბურჯანაძე (74), 1:4 ბაშალეიშვილი (75)
„თელავი“ – „სიონი“ 0:0 (0:0)