სხვა

19:59 | 9.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფილიპო განამ ერთსაათიანი რბოლის მსოფლიო რეკორდი განაახლა

იტალიელმა ფილიპო განამ გასული ველოსპორტული სეზონი წარუმატებლად ჩაატარა, თუმცა მის მიწურულს თავი მაინც გამოიჩინა. მან ერთსაათიანი რბოლის მსოფლიო რეკორდ დაამყარა - შვეიცარიაში, გრენხენის ველოდრომზე, ერთ საათში 56.792 კილომეტრი გაიარა.

წინა რეკორდიც (55.548 კმ) ახალი დამყარებულია. მისი ავტორია განას გუნდ „ინეოს გრენადერსის“ 31 წლის ბრიტანელი ბრიტანელი მექანიკოსი დენიელ ბიგჰემი, ვინც ეს აგვისტოში შეძლო. და ეს მაშინ გააკეთა, როცა განას რეკორდისთვის მონაცემებს აგროვებდა.

„ეს საოცარია, მე მიზანს მივაღწიე. მადლობას ვუხდი გუნდს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ რეკორდის დამყარებაში დამეხმარა“, - განაცხადა განამ, ვინც ტოკიოს ოლიმპიადაზე, იტალიის გამოდევნიბით რბოლის გუნდთან ერთად, ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა.

26 წლის განამ რბოლა ფრთხილად დაიწყო და თანდათან გაზარდა ტემპი. საბოლოოდ, მან ბრიტანელი კრის ბორდმენის შედეგიც (56.375 კმ) გააუმჯობესა, რომელიც მას 1996 წელს აქვს დაფიქსირებული. ბორდმენის შედეგი ველოსპორტის საერთაშორისო კავშირმა (UCI) მას შემდეგ გააუქმა, რაც ეკიპირების რეგულაციები შეიცვალა.

განამდე ბოლო იტალიელი, ვინც ერთსაათიანი რეკორდი დაამყარა, ფრანჩესკო მოზერია, ვინც ეს 1984 წელს შეძლო. განას დროზე ინდივიდუალურ (საგზაო) რბოლაში, მსოფლიო ჩემპიონის ორი ტიტული აქვს მოპოვებული, ოთხჯერ კი გამოდევნებით რბოლაში (ტრეკზე) გახდა ჩემპიონი.

განამ რეკორდული რბოლისას, კომპანია „პირანელოს“ მიერ, ინდივიდუალურად შემუშავებული ველოსიპედით იასპარეზა, რომლის მზიდი ჩარჩოც 3D პრინტერზეა შექმნილი. თავიდან ის ბიგჰემის გრაფიკს ოთხი წამით ჩამორჩა, მაგრამ 20 წუთის შემდეგ, მასზე წინ იყო და ტემპი აღარც დაუგდია.

„ყველაზე რთული ბოლო ხუთი წუთი იყო. ძალა აღარ მქონდა და ამიტომ, 57 კილომეტრის გავლა ვერ შევძელი. მაგრამ არაუშავს. შემდეგ ჯერზე შეიძლება სეზონის სხვა პერიოდში ვცადო რეკორდზე წასვლა, როცა უფრო დასვენებული ფეხები მექნება. ახლა კი ის დროა, ძალების აღდგენაზე ვიფიქრო“, - განაცხადა განამ, ვინც წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე, დროზე რბოლაში მხოლოდ მეშვიდე ადგილს დასჯერდა, ტურ დე ფრანსის დროზე ინდივიდუალურ რბოლაში კი მეოთხე შედეგი ჰქონდა.

განს მომდევნო გამოსვლა ტრეკზე მსოფლიო ჩემპიონატზე აქვს, რომელსაც პარიზი 12-16 ოქტომბერს უმასპინძლებს.

0.132358